არქივი30 დეკემბერი, 2025, 21:38
არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეარაყიშვილი დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.