არსებული ინფორმაციით, ბოლნისში ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელს უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა

ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა.
“რადიო თავისუფლებას” ინფორმაციით, დაზარალებულს ბოლნისის საავადმყოფოში პირველადი დახმარება უკვე გაუწიეს და ახლა პოლიციაში კითხავენ.
ფიქრია ეპიტაშვილის მეგობრის, ნატა ცნობილაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტი ფიქრია ეპიტაშვილის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება.
როგორც ნატა ცნობილაძე ამბობს, ფიქრია მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, კაზრეთიდან თბილისში დადის აქციებზე დასასწრებად და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს.
“უკნიდან მიადგა შავებში ჩაცმული ადამიანი, მოატრიალა, სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა: “გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო”. ქუჩაში არავინ იყო. თან ფიქრიას ყურსასმენი ეკეთა და ვერ გაიგო, რომ ვინმე ეპარებოდა. ფიქრია ეცადა სამართებლის გამორთმევას, რადგან ეს ადამიანი გაჩერებას არ აპირებდა, ეჯიკავა, გამოართვა სამართებელი, დაეცა და ეს ადამიანი გაიქცა”, – განაცხადა ნატა ცნობილაძემ „რადიო თავისუფლებასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”