ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნეს კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა – პაველ ჰერჩინსკი

არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნეს კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა – პაველ ჰერჩინსკი

ბოლო 12 დღეში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ყველა ზომა მაგიდაზეა, ეს, მათ შორის, მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, არსებობს ვარიანტი, რომ მიღებული იქნეს კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.
„ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნეს კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურს მოსახლეობის დაზიანება. ჩვენ არ გვსურს ხალხის დასჯა, რომლებიც ევროპული ღირებულებისადმი თავიანთი ერთგულებისთვის მანიფესტირებენ, რომლებიც თბილისის და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში დგანან, აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, წევრი სახელმწიფოები ამას გადაწყევეტენ ორშაბათს“, – განაცხადა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.