არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან – დავით მაღრაძე ადეიშვილ-კეზერაშვილზე

არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან – დავით მაღრაძე ადეიშვილ-კეზერაშვილზე
ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები, ესენი პროექტის მოქალაქეები არიან – ასე პასუხობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კითხვას – რატომ ვერ მოხერხდა კეზერაშვილის და ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიცია?
როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ეს ხალხი უკრაინის ხელისუფლებაშიც და საქართველოს ხელისუფლებაშიც ერთი პროექტის მოქალაქეები იყვნენ.
„უკრაინის ხელისუფლებაც და საქართველოს ხელისუფლებაც “ნაციონალების” დროს დაკომპლექტდა ერთი პროექტის მოქალაქეებით. ეს დადასტურდა, როცა არჩევნებში დამარცხდა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება, თითქმის სრული შემადგენლობით თუ არა, ძალიან დიდი ნაწილი გადაიყვანეს უკრაინის ხელისუფლებაში. რამდენიმე დღესაც იქ მუშაობს. ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები, ესენი პროექტის მოქალაქეები არიან“ – აცხადებს დავით მაღრაძე.
კითხვაზე – პროექტი რომელ ქვეყანაში შემუშავდა? მაღრაძე პასუხობს, რომ „ვერავისკენ ხელს ვერ გაიშვერს, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან“.
არ ვიცი, „მაგრამ მათი ხელმძღვანელი, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილე ქალბატონი ვიქტორია ნულანდი, რომელიც ახლა პოსტის გარეშე დარჩა“. როგორც ჩანს, პროექტი გრძელვადიანი არ გამოდგა და აქტუალურობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ ამერიკის მედიაში ნატალი და კლეიტონ მორისის პოდკასტში, ამ ძალიან პოპულარულ გადაცემაში, რომელსაც ჰქვია “REDACTE” “ჰარი პოტერის” პერსონაჟად მონათლეს – ლორდი ვოლდემორი, ეს ჯადოსანი პერსონაჟი უწოდეს ქალბატონ ნულანდს. ე.ი. როდესაც ასეთი ხელმძღვანელები და მხარდამჭერები ჰყავდათ, ბუნებრივია, ვიღაცას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ქართულ ხელისუფლებას, საერთაშორისო ინტერპოლზეც მეტად მიუწვდება ხელი… ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერ, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან. თუმცა, მგონი, დღეს მეტი სიმტკიცით მოქმედებს ქართული ხელისუფლება, რაც კარგია, ეს მოსახლეობასაც სახელმწიფოებრივი სიმყარის განცდას უჩენს“ – აცხადებს დავით მაღრაძე.
Previous: წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში… ზუსტად იციან, რომ იყო, ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია