ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"არმატურა ერთ დღეში 200 ლარზე მეტით გაძვირდა", - კუნელაური ლარის გაუფასურებაზე

კანონის მიღებიდან მეორე დღეს საერთაშორისო ბირჟებზე ქართული ბანკების აქციების შემცირებამ და ლარის გაუფასურებამ, უძრავი ქონების სექტორში გაურკვევლობა შექმნა. "ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ სტაბილური ბიზნესის დაგეგმვა შეუძლებელია.
"შეუძლებელია, ამ მოცემულობაში მყარად და გრძელვადიანად სტაბილური ბიზნესი დაგეგმო. რაც გუშინ მოხდა, 20 თეთრით გაუფასურდა ლარი, ნიშნავს, რომ ბიზნესი შოკში ვარდება. სამშენებლო ბიზნესში ის მასალები, რომლებიც მშენებლობისთვის არის საჭირო, საქართველოში არ იწარმოება ან ნაკლებად იწარმოება და ისიც დოლარის ეკვივალენტით. მაგალითად, არმატურა, რომელიც 800 დოლარამდე ღირს, ერთ დღეში 1 ტონის ფასი 200 ლარზე მეტით გაიზარდა. ეს არის ძალიან ტურბულენტური გარემო ბიზნესისთვის და პრობლემებს უქმნის ბიზნესსა და მომხმარებელს", - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.