ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არმაზ ახვლედიანი - უკრაინის, საქართველოს და მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა!

არმაზ ახვლედიანი - უკრაინის, საქართველოს და მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა!

უკრაინის, საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ივანიშვილ-კობახიძისნაირი კლანური რეჟიმების დასრულება ახლა, უპირველესად, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და აგრეთვე ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა! , - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს თეთრ სახლში დიდი დღეა.
„წითელმა ხალიჩამ, სამხედრო ბაზის საწყობში შენახულმა, დანესტილ-დამტვრეულმა, რომ ვერც კი გასწვდა ფეხით გასავლელ მანძილს, დიქტატორის და მისი ლაქიების ჭია კი გაახარა, ბევრიც დააბნია, ნუთუ ასეთი პატივით უნდა ხვდებოდეს თავისუფლების ავანგარდში მყოფი ზესახელმწიფოს ლიდერი ომის დამნაშავე ჯალათსო?!
ვინც ყურადღებით, თემის ცოდნით და ცივი გონებით დააკვირდა ამ სცენოგრაფიას, მაშინვე მიხვდა - ტრამპმა ოსტატურად შენიღბა თავისი მთავარი განზრახვა და, მართალია, ბეჯითი მოსწავლის მსგავსად, გაკვეთილზე ფრიადის მისაღებად მომზადებული პუტინი, გაზუთხული ტექსტით, მასპინძლის გულის მოგებას და გაკვირვებას ეცადა, არაფერი გამოუვიდა - იმ ცნობილი რუსული ფერწერული ტილოს სახელწოდებისა არ იყოს, ასეთ თაღლითებთან ურთიერთობაში სტაჟიანმა ტრამპმა, ვინ იცის, გულში რამდენჯერ ჩაიხითხითა, დაჯექი, ისევ ორიანიო!
დღეს კი თეთრ სახლში დიდი დღეა! იქ ნამდვილ ლიდერებს, ნორმალურებს, და გმირი უკრაინელების სახელოვან პრეზიდენტს, სულ სხვა, აღმატებული პატივით მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი და ეჭვიც არ შეგეპაროთ, პუტინის ვირეშმაკული სიხარული ნაადრევი, შეურგებელი დარჩება. იმიტომ, რომ უკრაინის, საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ივანიშვილ-კობახიძისნაირი კლანური რეჟიმების დასრულება ახლა, უპირველესად, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და აგრეთვე ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა!
სამყაროში ფერისცვალების მისტერიის, სიმართლეში განახლების დიდებული დღე დგება!“, - წერს ახვლედიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.