არმაზ ახვლედიანი მზია ამაღლობელის საქმეზე – შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს – ნინო სახელაშვილი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა

შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს – ეს ქალბატონი [ნინო სახელაშვილი] არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ეს ქალბატონი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა. როცა ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, კონიექტურას დამონებული, შენ არ ხარ მოსამართლე. შენ ხარ მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის თავნება, შეშლილი, მოღალატე მმართველის აღმსრულებელი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმის მოლოდინი კი მაქვს, რომ მზიას და მზიასნაირებს ეს რეჟიმი ვერ დაგვამარცხებს. ჩვენ კი ამ პოლიტიკურ ნაგავს ნამდვილად გავიტანთ. არ მკითხოთ როდის, მაგრამ გავიტანთ,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება