არმაზ ახვლედიანი – გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს – ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია!

გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს – ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
ახვლედიანის თქმით, ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია.
„თბილისის ქუჩებში სისხლიანი ტერორია! ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ღია სადამსჯელო-საჩვენებელ ოპერაციას ატარებს პროტესტანტების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ!
გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს – ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას!
ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია! არ დავნებდებით! არ შევეგუებით! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ შავი ჭირის მოსაშორებლად!“,- წერს ახვლედიანი „ფეისბუქზე“.
შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა