ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო – ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ “ტვ პირველის” სიუჟეტში, ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს. ფოჩხუას შეფასებით, არის რაღაცები, რასაც არავინ უნდა შეეხოს, თუმცა, კონკრეტულ ჟურნალისტებს უკვე ქართველი ხალხის საწინააღმდეგო არჩევანი აქვთ გაკეთებული.
“ნოდარ მელაძის და მისი გამომძიებელი ჟურნალისტებისგან რა უნდა გაგიკვირდეს, სინდისზე და მორალზე ხელი აქვთ აღებული, (ამაში იღებენ ფულს) მაგრამ ხომ არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მაგალითად გარდაცვლილ მშობელს, გარდაცვლილ შვილს, მაგრამ მათ უკვე გაკეთებული აქვთ არჩევანი, ქართველი ხალხის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის და ეს როგორც მთავრდება კი ვიცით, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. გადახედონ თავისი მეგობრების და არამეგობრების, ვინც მსგავსად იცხოვრა ცხოვრებას და იქნებ დასკვნა გამოიტანონ.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.