ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არის მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედება "ლიონში" - მალე გოლსაც ვიხილავთ [VIDEO]

არის მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედება "ლიონში" - მალე გოლსაც ვიხილავთ [VIDEO]

ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ჰავრი“ 4:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო და მისი პასით ბენრაჰმამ მასპინძელთა კარი დალაშქრა. ეს მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედებაა „ოლიმპიკში“ და იმედია, მალე მის გოლსაც ვიხილავთ.
გიორგის თამაში sofascore-მ 7.4 ქულით შეაფასა, flashscore-მ 7.2 ქულით, whoscored-მა კი 6.9-ით.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპიოვა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე სახლში „ბეშიქთაშთან“ გამართავს.
ჰავრი - ლიონი 0:4
გოლები: 0:1 აბნერი (32), 0:2 ფოფანა (57), 0:3 ლაკაზეტი (71), 0:4 ბენრაჰმა (87)
მიქაუტაძე და ბენ რაჰმა ერთად შევიდნენ შეცვლაზე,როცა უკვე 3-0 იყო და მეოთხე გოლი ერთობლივად შექმნეს.მანამდე ჟორჟი დამატებაზე წავიდა,მაგრამ მეკარემ შესძლო ბურთის ხელებში შემაგრება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.