ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“არის გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ” – პრეზიდენტი მომიტინგეებს აფრთხილებს, რომ ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტმა მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ აქციაზე ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები არ გამორიცხა და თქვა, რომ აღნიშნული პრემიერის დღევანდელ განცხადებაშიც იკითხებოდა.
“მინდა მოგმართოთ მომიტინგეებს, რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.