არევაძე სადიგოვის განაჩენზე: ბოლო საფეხური სასამართლოს დამორჩილების და მართლმსაჯულების განადგურების

ბოლო საფეხური სასამართლოს დამორჩილების და მართლმსაჯულების განადგურების, – ასე აფასებს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი მარიკა არევაძე აფგან სადიგოვის თის გამოტანილ განაჩენს. პოლიტიკოსის თქმით, “ოცნების” ხელისუფლება ადამიანებით ვაჭრობს და ბევრი მათგანი ციხეში ჰყავს გამოკეტილი.

არევაძე ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამშობლოში საფრთხე ემუქრება.

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ წუხელ, ეს არის, პრინციპში, ალბათ ბოლო საფეხური სასამართლოს დამორჩილების და მართლმსაჯულების განადგურების ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღამის სამ საათზე მოსამართლეს იბარებენ სასამართლოში და ატარებინებენ სხდომას, რომლის შედეგიც წინასწარვე არის ყველასთავის ცნობილი.

“ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ვაჭრობს ტყვეებით, ვაჭრობს ადამიანებით, აჰყავს ეს ადამიანები კანონის სახელით ტყვეობაში, ზოგი სისხლის სმართლებრივი წესით ჰყავს გამოკეტილი სასამართლოში, ზოგი ადმინისტრაციულით წესით და ზოგს, აგერ, კანონის სახელით პოლიცია იტაცებს, შემდგომ სასამართლო ასამართლებს და შემდგომ აბრუნებენ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, – ამბობს  მარიკა არევაძე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს