ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილერმა გაიმარჯვა

არგენტინელებმა ახალ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე აუტსაიდერი, ხავიერ მილერი აირჩიეს. დათვლილი ხმების მიხედვით, მილერმა გადამწყვეტ, მეორე ტურში თითქმის 56% მოიპოვა. ახალმა პრეზიდენტმა მემარცხენე მეტოქეს, სერხიო მასას მოუგო, რომელმაც ხმების 44% მიიღო. რადიკალური ულტრამემარჯვენეს გამარჯვებას პოლიტიკური მიწისძვრა უწოდეს.
აშშ-ს ყოფლმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ "ხავიერ მილერი არგენტინას კვლავ დიდებულს გახდის".
ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა ჯაირ ბოლსონარომ კი განაცხადა, რომ "იმედი კვლავ გაბრწყინდება სამხრეთ ამერიკაში".

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.