არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს

არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, – აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შანსს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს და ჰაბის სტატუსი შეიძინოს. როგორც დიანა მონდინომ აღნიშნა, განვითარების გზაზე, საქართველოს ლათინური ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეს.
არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და არგენტინას ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ის რომ ორივე ქვეყანას საუკეთესო ღვინო აქვს.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობის ახალი გზებისა და პერსპექტივების დასახვა“, – დასძინა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ