ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
„მილეიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ორგანიზებას აპირებს“, - წერს Financial Times-ი.
არგენტინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებთან ალიანსებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, მათ შორის, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.