ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არგენტინის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ისრაელში ჩავიდა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ბენ გურიონის აეროპორტში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხავიერ მილეიმ გაიმეორა პირობა, რომელიც არგენტინის საელჩოს ისრაელში გადატანას გულისხმობს. ისრაელ კაცმა მადლობა გადაუხადა მილეის ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის მხარდაჭერისთვის და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის.

„თქვენ ხართ ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც ერთგულია მხოლოდ ჭეშმარიტებისადმი. გასაკვირი არ არის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ისრაელში დაუყოვნებლივ ჩამოსვლა, რათა მხარი დაგვიჭიროთ სამართლიან ბრძოლაში, ებრაელი ხალხის დასაცავად ჰამასის მკვლელებისგან“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მედიის ცნობით, არგენტინის პრეზიდენტთან ერთად ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დიანა მონდინოც იმყოფება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.