ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არგენტინის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხავიერ მილეის ლიბერტარიანულმა პარტიამ გაიმარჯვა

არგენტინის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხავიერ მილეის ლიბერტარიანულმა პარტიამ გაიმარჯვა

26 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში არგენტინის ლიბერტარიანულმა პარტიამ La Libertad Avanza მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პარტია მთავარ ოპონენტ, პერონისტულ-კირშნერისტულ კოალიცია Fuerza Patria-ს თითქმის 9%-იანი სხვაობით აჯობა. 99.2%-ით დათვლილი ხმების მიხედვით, შედეგები ასე გამოიყურება:
· La Libertad Avanza – 40.66%
· Fuerza Patria – 31.7%
არჩევნები დეპუტატთა პალატასა და სენატში ნაწილობრივ მანდატებს განახლებდა – შესაბამისად, 127 დეპუტატი და 24 სენატორი უნდა არჩევოდათ. მთავარ პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:
დეპუტატთა პალატა:
· La Libertad Avanza – 93 დეპუტატი (37 წინა არჩევნებიდან)
· Fuerza Patria – 97 დეპუტატი (101 წინა არჩევნებიდან)
· PRO – 14 დეპუტატი (35 წინა არჩევნებიდან)
სენატი:
· La Libertad Avanza – 20 სენატორი (7 წინა არჩევნებიდან)
· Fuerza Patria – 28 სენატორი (34 წინა არჩევნებიდან)
· PRO – 6 სენატორი (8 წინა არჩევნებიდან)
ცნობისთვის, La Libertad Avanza და PRO კოალიციურად თანამშრომლობენ.
არჩევნების შედეგად, ლიბერტარიანულმა პარტიამ დეპუტატთა პალატაში მანდატების რაოდენობით 1/3-ს ზღვარს გადააჭარბა, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებისა და ვეტოების შენარჩუნებას, არამედ საკმარისი ხმების მობილიზებასაც კოალიციის დახმარებით რეფორმების გასატარებლად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.