არგენტინაში ძლიერ შტორმს 13 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინაში, ძლიერი შტორმის შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ბუენოს აირესის პროვინციაში მოხდა. ქარიშხალმა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში ხეები მოგლიჯა, დააზიანა ლამპიონები, მანქანები, შენობებს სახურავები ახადა.
დამანგრეველი ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აჭარბებდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
სტიქიის ადგილს ქვეყნის პრეზიდენტი ხავიერ მილეიც ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო