ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არა ძალადობას! არა რუსეთს! - გიორგი ქოჩორაშვილი

„არა ძალადობას! არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია“ - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა - ძალადობას! არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია. მე ვარ საქართველო“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა სოციალურ ქსელში გააპროტესტეს ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემაც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.