“არა, უარესების ღირსი ხართ, უარესად უნდა დაელეწეთ ძვლებში წერტილი”

“მერე მეტყვიან, რომ შენ ძალადობას აპრავებო. ხალხო, სადღაც რომ მივარდებით, ადამიანებს რომ აგინებთ, ოფისთან რომ დადგებით და რაღაც საოცარ სიმღერას რომ მღერით, თქვენნაირმა დაბალი დონის ვითომდა მომღერალმა რომ დაგიწერათ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ იღებთ, მერე ამბობთ – თქვენ ხართ მოძალადეებიო. არა მოძალადეები არ ვართ, უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ როცა ადამიანზე ძალადობთ, იქიდანაც ძალადობის პასუხი წამოვა, რა პრობლემაა. ანუ შენ გაქვს ძალადობის უფლება, უნდა დადგე და მეძახო რომ თურმე მე ვარ ბანძი, რუსი, გამყიდველი და არაფერი უნდა გითხრა?! არა, უარესების ღირსი ხართ, უარესად უნდა დაელეწეთ ძვლებში წერტილი,” – ამბობდა ტიკტოკზე 2025 წლის 9 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნინუცა ონიანი, რომელიც დღეს სასამართლოში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურის მოწმე იყო. ის სხდომაზე ჯურნალისტის სტატუსით წარსდგა.
🔻 “მოწმე მოვიდა, ჟურნალისტი ვარო. სტატიებს ვწერო, მაგრამ არ ვაქვეყნებო. ხელფასიც მაქვს, ოღონდ არ მერიცხებაო,” – დაწერა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესიდან. პროკურატურის მოწმე ნინო ონიანი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, თუმცა რა შინაარსისაა ეს ჩანაწერები, მან ამ შეკითხვებს მედიასთან არ უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას