„არა რუსულ ხელისუფლების, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს

„არა რუსულ ხელისუფლების, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს. უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18:00 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
„პროტესტი გრძელდება, ამჯერად ავტომფლობელები ქალაქში მსვლელობას ვმართავთ. ამ ფორმით ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას და ადგილობრივებს მოვუწოდებთ, დღეს აქციაზე მოვიდნენ. ქვეყნის არჩევანია ევროპა და არ დავუშვებთ მის გარუსებას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისში მეოთხე დღეა, თბილისის მსგავსად პროტესტი გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში