არქივი13 აპრილი, 2024, 13:24
“არა რუსულ კანონს!” – 15 აპრილს, პარლამენტთან აქცია საღამოს 19:00 საათზეც გაიმართება
15 აპრილის დილიდან დაიწყება პროტესტი სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, სადაო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად. როგორც ცნობილი ხდება საპროტესტო აქცია საღამოსაც იქნება.
“არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით ორშაბათს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, დემოკრატიის მცველები და საქართველოს მომავლის აკადემია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.