ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები ე.წ. "აგენტების კანონის" პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
აქციას აქვს ერთადერთი მოთხოვნა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. "აგენტების კანონი" ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში, "ქართული ოცნება", ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი, "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.