არქივი18 მაისი, 2024, 12:24
„არა რუსულ კანონს“ - დედაქალაქში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება
დღეს, 18 მაისს, თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა - ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაანონსებული.
გაფიცული სტუდენტები მზიურის პარკში 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.
ამავდროულად, ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები 17:00 საათზე „ექსპო ჯორჯიადან“ რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას მოაწყობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.