არქივი16 მაისი, 2024, 07:13
„არა რუსულ კანონს” - ამ მოწოდებით სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ
„არა რუსულ კანონს” - ამ მოწოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ.
ისინი ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები.
სტუდენტები თავდაპირველად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ.
მათი თქმით, მსვლელობის გამართვას დღის განმავლობაში აპირებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.