არქივი20 აპრილი, 2024, 14:56
„არა რუსულ კანონს” - ამ მოწოდებით ბათუმში ცენტრალურ პარკიდან ქალთა მარშის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
„არა რუსულ კანონს” - ამ მოწოდებით ბათუმში ცენტრალურ პარკიდან ქალთა მარშის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სიმბოლურად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ადგილზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” კანონპროექტი, საქართველოს აშორებს ევროპას და აახლოებს რუსეთს.
„ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სიმბოლურად მოვედით, რომ აქედან ყველას გავაგონოთ ჩვენი სათქმელი “არა რუსულ კანონს”,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.