არქივი9 ნოემბერი 2024, 16:12
"არა რუსულ არჩევნებს!" | დედაქალაქში აქცია-მსვლელობა ორი ლოკაციიდან დაიწყო

აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მარჯანიშვილიდან დაიწყო.
ოპოზიციური პარტიების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაორგანიზებული მსვლელობა, სავარაუდოდ, გმირთა მოედანზე დასრულდება.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ სად დგას ქართული საზოგადოება.
წყარო: მთავარი არხი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.