ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არა "კამარა ჰესს" | მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა გრძელდება

ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. მდინარე თერგი რკინის მილებში კიდევ 5 კილომეტრზე უნდა მოაქციონ. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.
ადგილობრივების თქმით, ხვალ მოსახლეობის უმრავლესობა გამოვა და ჰესის მშენებლობას გააპროტესტებს.
ასევე, მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შექმნას ის ფონი, თითქოს ადამიანების ნაწილი ჰესის აშენების მომხრეა.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მოახერხა და მოსახლეობის პროტესტი დაძლია, რეგიონში კიდევ ცხრა ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.