ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით "ევროპული საქართველოს" წევრი დააკავეს

ვანში, „ევროპული საქართველოს“ წევრი, კობა ძაგნიძე დააკავეს.

როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.

საკითხზე „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კობა ძაგნიძეს არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავებიან.

„რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს“,- ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.