არასრულწლოვების გაუპატიურებაში ბრალდებული უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო, მას უფლებამოსილება შეუჩერდა – სტუ – Netgazeti

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ცნობით, რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვნების გაუპატოურების ბრალდებით დაკავებული კაცი მათი თანამშრომელი იყო. უნივერსიტეტის ცნობით, მას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება.“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად”, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.3 დღის წინ, 15 აპრილს არასრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ის სისტემატიურად აუპატიურებდა საკუთარი მეუღლის შვილიშვლებს. ბრალის დამტიცების შემთხვევაში დაკავებულ კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.“უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, – წერია ტექნკური უნივერსიტეტის განცხადებაში.ამავე თემაზე: