ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს ხვდებიან

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს ხვდება, რომელიც თბილისში სპეციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი და პროექტის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე, იოჰან ფორსელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.