არარატ მირზოიანი – ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს არ სურს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას

სომხეთი ვერ ხედავს აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკურ ნებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
„არსებობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის საბოლოო პროექტი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აჩენს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, – აღნიშნა მირზოიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესათანხმებელი, მაგრამ, მირზოიანის განმარტებით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს.
„ჩვენ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს და გავაგრძელოთ მუშაობა დარჩენილ საკითხებზე. დიდი სამუშაო ჩატარდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის, ესკალაციისა და სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მიუხედავად. სომხეთი მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციულია“, – განაცხადა მირზოიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი – სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ჩეხეთი იწვევენ, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო