არანაირ დანაშაულს აქ ადგილი არ აქვს – ელისაშვილის ადვოკატი

ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა ამ შემთხვევაში და არანაირ დანაშაულს აქ ადგილი არ აქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, საჭირო იყო ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რათა აღნიშნული გზით აქტიური პოლიტიკოსი გააჩერონ.
„ვვარაუდობ, რომ დასჭირდათ ახალი საქმე, ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რომ ეს აქტიური პოლიტიკოსი რაღაც გზით გააჩერონ და ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა ამ შემთხვევაში და არანაირ დანაშაულს აქ ადგილი არ აქვს.
გამორიცხულია, მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან და უკიდებდეს ცეცხლს, ან ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს. ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა და შენობა არსებობს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი რომ ჰქონოდა, შეძლებდა უფრო ახლოს, სახლთან განეხორციელებინა და არა ამხელა მანძილზე“, – განაცხადა ელისაშვილის უფლებადამცველმა.
სასამართლოს კანცელარიის დაწვისა და დაზიანების ფაქტზე დაკავებული ალეკო ელისაშვილი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება