არანაირი საგარეო კურსი საქართველოს არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ გაყალბდა, არ არსებობს

გიორგი ვოლსკი გუშინ 8 ოპოზიციური პარტიის მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ქუჩაში გამოსული ადამიანების ნაკლებობა მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.
„როცა ამდენი პარტია, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამხელა მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან ამ მიმართულებაზეა კონცენტრირებული, რასაკვირველია, ყველა ხაბეიშვილი ელოდებოდა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა ქუჩებში. არ გამოვიდა. მაგრამ ვინც გამოვიდა, ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რასაკვირველია, ზოგი შეპყრობილია გარკვეული იდეით, რომელიც წმინდად ანტიქართულია. არსებობს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. არანაირი საგარეო კურსი საქართველოს არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ გაყალბდა, არ არსებობს. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეკრებილები. რასაკვირველია, ვერ იქნებიან ბევრნი, ვერ აჰყვება მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელმაც საქართველოს გადარჩენას მისცა ხმა 2024 წლის ოქტომბერში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება