ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ - შალვა პაპუაშვილი

არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს "უმადურობაში" ადანაშუალებს - პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ყულევთან დაკავშირებით ისაუბრა -  თქვა, რომ საქართველოში სანქციების დაზღვევის ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა.

მისივე განცხადებით, საქართველოს არავითარი ვალდებულება არ აქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დაიცვას - "მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის, პატივისცემის გამო და არა ბრიუსელისა და კიევის ხელისუფლებისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამება არის საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა, რომ რამენაირად საქართველოში სანქციების დაზღვევა ხდება. ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით, ასევე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომისა და პატივისცემის გამო უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისა და კიევის ხელისუფლებისთვის, მაგრამ უმადურობას ვხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან. ბოლო დროს უმადურობის მაგალითი იყო ყულევთან დაკავშირებით ცილისწამება, რომელიც დადასტურდა, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო. სანქციების დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.