ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტზე მედიის შემზღუდველ კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირეს

არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტზე მედიის შემზღუდველ კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირეს

არალეგიტიმური პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე მედიის შემზღუდველ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ერთპარტიული და არალეგიტიმური დეპუტატის თორნიკე ჭეიშვილის თქმით, კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიტანეს.

ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მედიის შემზღუდველ კანონპროექტს II მოსმენით მხარი 19 მარტს დაუჭირეს.
ცვლილებების თანახმად, "აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება".
გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება "უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება".
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, "დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება".
კანონში ცვლილებები ასევე შეეხება ონლაინ მედიასაც.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.