ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური ქმედება, გახსოვთ – ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთის ინციდენტზე

არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური ქმედება, გახსოვთ – ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთის ინციდენტზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთის ტაძარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არახალი ამბავია.
„არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური, ანტიეკლესიური ქმედება, გახსოვთ, 2 წლის წინ გამოდიოდნენ ეს ფაშისტები და ანტიევროპული ძალები და ღიად აუგად მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, საპატრიარქოს მოიხსენიებდნენ ცუდი სიტყვებით, ეს ხომ არახალი ამბავია, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის მტრული ძალა. „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პატარა პარტიები არიან მტრული, ფარისევლური, ყველაფრის მკადრებელი ბოროტი ძალა, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, არეულობა, ქაოსი. ამიტომ, საჭიროა, ყველას გაეცეს პასუხი. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში. ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. სხვა შემთხვევაში ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
Previous: “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის, მისი მხარდამჭერების და რესურსების კარგი რეკოგნოსცირება, ანუ ძალების დათვალიერება მოახერხა და ამ რესურსების გაფლანგვაშიც დაეხმარა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.