“არაზუსტად იყო ნათარგმნი… არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ” – კიმბერლი ლოუ

სოციალურ ქსელში წერს ამერიკელი კიმბერლი ლოუ, რომელთანაც ინტერვიუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაწერა და მათი თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“3 დეკემბერს, მე, კიმბერლი ლოუს, ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტთან საქართველოში. ამ ვიდეოს ნაწილი გავრცელდა საქართველოს, ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამერიკა შენ გვერდით დგას, საქართველო და ჩვენი ლოცვა შენთანაა ამ მძიმე დროს. ინტერვიუს ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი. მე ავტვირთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, რომ ყველამ ნახოს. კიმბერლი ლოუს გზავნილი ქართველი ხალხისადმი იყო მშვიდობისა და პოზიტივის. ინტერვიუს არცერთ მომენტში კიმბერლი ლოუს არ უთქვამს, რომ ამჟამად მუშაობდა ტრამპის ადმინისტრაციაში”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”