“არავინ იცის, რა დევს მანქანებში, რომლებიც რუსეთში გადის” – პრეზიდენტი ზურაბიშვილი სანქციების გვერდის ავლაზე ალაპარაკდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ადანაშაულებს.

ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების გაყვანაა.

“ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია” – ამბობს .

ჩვენი ეკონომიკა დღეს დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რომ რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში. თითო მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს საქართველოდან გაყვანის. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს არის სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რომლითაც მმართველი პარტია დღეს კიდევ ინარჩუნებს რაღაც შემოსავლებს “, – ამბობს პრეზიდენტი. 

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)