არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი – მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე

არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი – მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე:
მიხეილ ყაველაშვილი სუსის მიერ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაკავებებს ეხმაურება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორუფციის აღმოფხვრა ქვეყანაში მეტი დოვლათის შექმნას დაეხმარება და თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
„სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენი ამბიციაა, მოვხვდეთ მსოფლიოს ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები და ეს იმის მაგალითია, რომ არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი.
მისასალმებელია, რომ რომელიღაც ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს, გამოავლინა კორუფციის წყარო და ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი. იმასთან ერთად, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური გარემო შევინარჩუნეთ იმ ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება ომების თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს ასახული თითოეულ მოქალაქეზე.
თავისთავად, როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება და როდესაც კორუფციის ნიშნებს აღმოვფხვრით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელფასები, პენსიები გაიზრდება და უფრო მეტი დოვლათი შეიქმნა საქართველოში. სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სუს-მა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც