არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე „მორალური პასუხისმგებლობა“ აქვს. ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ გვერდით დაუდგება „მსოფლიოში ყველაზე ახლო მეგობარს“.
მისივე თქმით, ისრაელის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, მკვეთრად გააფართოონ ღაზის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელზე ზეწოლას, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ძლიერი ნაკადი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სწორი, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის კარგი სტრატეგია. გაკვეთილი არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ, გაიმარჯვოთ ურბანულ ომში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით. ასე რომ, მე არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის, როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი“, – განაცხადა ოსტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი