ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს, რაზეც მაჭავარიანი აცხადებს, რომ არაერთხელ უნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ფარას“ დოკუმენტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ევროპარლამენტმა, უკვე მგონი რიგით მე-7 რეზოლუცია მიიღო, ჩვენი მოქალაქეები უკვე ყურადღებას არ აქცევენ. ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტულად იმ ლობისტური კომპანიიდან, ვისთანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს ყველაფერი „ფარათი“ დასტურდება“-განაცხადა მაჭავარიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.