არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს” ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს

არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს” ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს
არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. სასამართლოებზე კრიმინალების თუ რადიკალების ტრენინგების მხარდაჭერი, ამჯერად პოლიტიკურ კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბინას “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, ასევე ის ინტერესდება, ქირას ნაღდი ანგარიშსწორებით იხდის ფიშერი თუ სხვა სახის ფარული გარიგება არსებობს. “ამდენი დიპლომატიისათვის და ელჩობისთვის შეუფერებელი პიროვნება საქართველოს არ ახსოვს. ცხადია, ყველა ელჩი თავისი ქვეყნის მთავრობას წარმოადგენს და შეაბამისად, მისი ინტერესების გატარებას ცდილობს მივლენილ ქვეყანაში, მაგრამ აქ წარმოდგენილი ელჩები აშკარა მტრობაზე არიან გადასული (მეორე საკითხია, რომ ასეთი დავალება აქვთ თუ არა).
არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. სასამართლოებზე კრიმინალების თუ რადიკალების ტრენინგების მხარდაჭერი, ამჯერად პოლიტიკურ კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელო“-ს ლიდერის მეუღლესგან ქირაობს, კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს (ქეშს იხდის? თუ სხვა სახის ფარული გარიგება არსებობს?!), ცალკე ხაზარაძე მალავს გადასახადებს. არ ვიცი, მომავალში კიდევ რას შემოგვთავაზებს ბატონი ფიშერი, ერთი კი ფაქტია, ქართულ-გერმანულ ურთერთობის მრავალწლიან ისტორიაში ასეთი სამარცხვინო სუბიექტი ნამდვილად ვერ გავიხსენე, ამაზე კი პირველ რიგში გერმანიის მთავრობას უღირს დაფიქრება.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Next: კანადის, ბრიტანეთისა და ზოგი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის შესაძლო აღიარება, პასუხია აშშ-ს ქმედებებზე. გარდა ამისა, ეს ქვეყნები “მიგრაციულ ტყვეობაშიც” არიან”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”