ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,57 ათასი ტონით ანუ 31,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,68 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 0,45 ათასი ტონა (18,8%); ირანი - 0,27 ათასი ტონა (11,3%); გერმანია - 0,24 ათასი ტონა (10%), და სხვ.
2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,6 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 49,5% (5,4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 41,3% (4,5 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 6,4% (0,7 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 2,8% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.