ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აპრილის" ჟურნალისტს სპეცრაზმელებმა სცემეს და ჰომოფობიური ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენეს

აპრილი მედიას ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს სპეცრაზმმა სცემა. აპრილის ცნობით, მაშინ, როდესაც ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სპეცრაზმელები ჰომოფობიური ნიშნით "პიდარასტს" ეძახდნენ.
"მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს." - თქვა გიორგი ბასხაჯაურმა.
ჟურნალისტის ცნობით, სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობის დაწყებისას ადგილზე არანაირი დაძაბულობა ან დაპირისპირება არ იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.