არქივი12 თებერვალი, 2025, 14:55
აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს - აზერბაიჯანული მედია

მიმდინარე წლის აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სამგზავრო ტრანსპორტირება შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მატარებლებით განხორციელდება.
აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამოა შეჩერებული.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.