ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანჯეი დუდა - უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება - მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც ტრამპი გადადგამს

ანჯეი დუდა - უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება - მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც ტრამპი გადადგამს

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ომში რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც ნატო-ში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერს, მთავარი როლი ექნება. მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც დონალდ ტრამპი გადადგამს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რეგიონს კარგად იცნობს.
„საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინის გარკვეული ტერიტორიები ძალით დაიკავოს. ეს მიუღებელია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.