ანჯეი დუდა – თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს მშვიდობა დაამყაროს, ეს არის ამერიკა და მისი პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დონალდ ტრამპს აქვს საშუალებები იმისთვის, რომ აიძულოს, მშვიდობა დაამყაროს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტრამპი ერთადერთია, ვისაც შეუძლია აიძულოს პუტინი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ამერიკას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აიძულოს , პატივი სცეს გარკვეულ ქმედებებს. ასე რომ, თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს მშვიდობა დაამყაროს, ეს არის ამერიკა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, პუტინთან ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა „რეალობა დაინახა“ და მას აქვს „სათანადო ინსტრუმენტები პუტინის ფუნდამენტური ინტერესების დასაბლოკად“.
„მას შეუძლია დაინახოს, რა პოზიცია აქვს და რამდენად არის მზად ომის დასრულებასთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს საშუალებები, რომ რუსეთს დამორჩილება აიძულოს. ზოგიერთი ეს საშუალება შეიძლება იყოს ძალიან რადიკალური, ძალიან მკაცრი, განსაკუთრებით სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი. მაგრამ მე მჯერა, რომ პრეზიდენტი შეძლებს მათ განხორციელებას“, – აღნიშნა დუდამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა