ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ აქტივისტები წულუკიანის სახლთან აქტივისტები მივიდნენ

ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ აქტივისტები წულუკიანის სახლთან აქტივისტები მივიდნენ

ამ წუთებში [02:30 საათი] “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის სახლთან აქტივისტები არიან შეკრებილები. მათ სპონტანური აქცია მას შემდეგ გაგეგმეს, რაც 11 აპრილის საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ გაწირული” უწოდა.
ადგილზე მობილიზებულია ათობით პოლიციელი. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროტესტი ისე გამოხატონ, რომ მოსახლეობა არ შეაწუხონ.
ადგილზე გამოჩნდა კაცი, რომელიც ამბობდა, რომ წულუკიანის მეზობელია და შეკრებილებისგან აგრესიულად ითხოვდა პასუხის იმის შესახებ, რას აპროტესტებენ ისინი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.