პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანჩელოტი: "რეალის" გაწვრთნა კიდევ 4 წლის განმავლობაში მსურს

ანჩელოტი: "რეალის" გაწვრთნა კიდევ 4 წლის განმავლობაში მსურს

გუშინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდეგ "რეალიდან" წასვლას გეგმავდა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ "ბლანკოსის" გაწვრთნა კიდევ 4 წლის განმავლობაში სურს.
"ჩემი ნებით "რეალს" არასდროს დავტოვებ. ამას ჩემს სიცოცხლეში არასდროს ვიზამ. მართალია, "რეალიდან" წასვლის დრო ნამდვილად დადგება, მაგრამ როდის, არ ვიცი. მსურს გუნდი კიდევ 4 წლით გავწვრთნა, იქამდე სანამ აქ ფლორენტინო პერესი იქნება", - განაცხადა ანჩელოტიმ.
მადრიდში “რეალის” დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, სადაც მომავალი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. წინა სამი არჩევნების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც
ერთადერთი კანდიდატი ფლორენტინო პერესი იყო, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.